ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

ჯიქიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმავე მედიის ცნობით, დაკავებისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა. სხვა დეტალებს შსს არ ავრცელებს.

“იდგა პატრული, მოვიდა ეს მოქალაქე ფეხით, დაუწყო მანქანას წიხლების რტყმა, დედის გინება, აქ რას დგახართო, რას აკეთებთო. თხოვეს ერთხელ თავი გაგვანებეო, თხოვეს მეორედ, თხოვეს მესამედ,“ – განაცხადა თვითმხილველმა.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....