ცენტრალური საარჩევნო კომიიის წინასწარი მონაცემებით, როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების“ ლიდერმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86%, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ კი 38.38% მიიღო.
ხმების რაოდენობა №54-ე მაჟორიტარულ აარჩევნო ოლქში გამართულ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცმემებით შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – გიგი უგულავა 10 404 ხმა, რაც პროცენტულად არის 38.38%; პარტია „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი 124 ხმა, რაც 0.46%-ია; „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი 59 ხმა, რაც 0.22%-ია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე 399 ხმა, რაც პროცენტულად 1.47%-ია; პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე 15 690 ხმა, რაც პროცენტულად არის 57.86%; საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი 436 ხმა, რაც 1.61%-ია“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა.