„კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა,“ – განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისი განცხადებით, არჩევნებში გივი ჭიჭინაძის ხმების რაოდენობა 50%-ს აღემატება.
„ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩვენი პარტიის კანდიდატმა. გივი ჭიჭინაძის ხმები 50%-ს მნიშვნელოვნად აღემატება. ახლა ველოდებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ვანსა და ხონში კენჭის ყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა და დაწყებულია ხმების დათვლის პროცესი.