ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გორდაძის განცხადებით, მესამე უბნის გადასატან საარჩევნო ყუთზე საჩივარი დაიწერა

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხონის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის“, – განაცხადა ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გორდაძემ. მისი განცხადებით, მესამე უბნის გადასატან საარჩევნო ყუთზე საჩივარი დაიწერა, თუმცა ეს ტექნიკური ხარვეზია.

“საჩივარი დაიწერა იმაზე, რომ ნომერ მესამე უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავი, თუმცა ჭრილი საოლქო საარჩევნო კომისიაში დაილუქა. შესაბამისად განიხილავს კომისია სიტუაციას, თუ რა ბედი ეწევა გადასატან ყუთს ან ამ საჩივარს. 29 საარჩევნო უბანზე პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მოსულია 11 400-ზე მეტი ამომრჩეველი, რაც 49,71%-ია. ყველა უბანზე ნორმალური სიტუაციაა. როგორც მოგახსენეთ, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. პრინციპში, შეიძლება ვთქვათ, რომ ხონის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის”, – განაცხადახონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....