ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: “ხელისუფლებას ეტყობა პანიკა და ის, რომ უკმაყოფილოები არიან”

„ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას უკმაყოფილება და პანიკა ეტყობა. შემთხვევას, რომლის დროსაც დამკვირვებელმა ერთერთ პირს მიუთითა, რომელიც საარჩევნო უბანში არ უნდა ყოფილიყო, გინება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია ჩააცხრეს.

“ხელისუფლებას ეტყობა პანიკა და ის, რომ უკმაყოფილოები არიან. ეს ნამდვილად ასეა. მოსახლეობის უმრავლესობა მათი მხარდამჭერი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვერანაირი ასეთი ძალადობა და ზეწოლა ვერ შეაცვლევინებს მოსახლეობას აზრს. აქ იყო გინება იმის გამო, რომ დამკვირვებელმა მიუთითა ადგილზე არ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადამიანი. ჩვენი ამოცანაა ის, რომ ეს გინება არ გადაიზარდის დაპირისპირებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ სიტუაცია ჩავაცხრეთ. ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....