ამომრჩეველთა აქტივობამ 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 17:00 საათისთვის, 48,08% შეადგინა, – განაცხადა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე, რომლის შესახებ ინფომაციას პირევლი არხი ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაწერილია სამი საჩივარი. არჩევანი 23 485-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.
საარჩევნო უბნების დახურვს შემდეგ, 20:00 საათზე, დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა. შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ცესკო ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
სპეცსპიკერმა ანა მიქელაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„შეგახსენებთ, საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სპეცსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
წყარო: 1tv