ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვანში, ავარიას 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ვანში, სოფელ ზეინდარში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

იმავე მედიის თანახმად, 50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლი დაკავებულია, რომელიც თვითმხილველების ცნობით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი და მე-6 ნაწილებით დაიწყო.

წყარო:1tv

იტვირთბა....