ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული შ.ე. და 1995 წელს დაბადებული დ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებს – შ.ე.-სა და დ.ა.-ს 1989 წელს დაბადებულ ვ.მ.-სთან და 2 თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ- ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

შსს-ს ინფომაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....