15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 41,01% შეადგინა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაციას პირევლი არხი ავრცელებს.
ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 24.3% შეადგინა, 10:00 საათისთვის კი – 9,9%.
ცესკო-ს ცნობით, საკუთარი არჩევანი 15:00 საათისთვის 19 789 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
იმავე მედიის ცნობით, 60 საარჩევნო უბანზე, 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ჯამში, 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
წყარო:1tv