ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვანში გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

ვანში, პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს. ამის შესახებ ინფომაციას პირევლი არხი ავრცელებს.

„არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო ვანში. დაზიანებულია ქალაქის ცენტრში განთავსებული, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი“, – ნათქვამია პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პირევლი არხის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიგი უგულავას პლაკატი იმავე მედიის ინფორმაციით, ასევე სოფელ კონტუათთანაც დააზიანეს.

წყარო: 1tv

იტვირთბა....