ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პანკისის უხუცესები: “უპირობოდ უნდა დაისაჯოს ამ ოპერაციის ამ კუთხით დამგეგმავიც და შემსრულებელიც”

პანკისის ხეობაში ოთხი თვის წინ ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კვლავ კითხვები აქვთ.

“კურიერის” ინფორმაციით, ხეობის მოსახლეობა გამოძიების შედეგების გასაჯაროებას,  სპეცოპერაციის დამგეგმავისა და შემსრულებლის დასჯას ითხოვს.

უხუცესები ამბობენ, რომ გამოძიების გაჭიანურების მიზანი ის არის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მივიწყებას მიეცეს.

„ამდენად ყოველთვის უნდა შევახსენოთ საზოგადოებასაც და  ხელისუფლებასაც, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს და დასასჯელი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს. უპირობოდ უნდა დაისაჯოს ამ ოპერაციის ამ კუთხით დამგეგმავიც და შემსრულებელიც,“-აცხადებს უხუცესი ხასო ხანგოშვილი.​

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

იტვირთბა....