ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდება. სამუშაოები რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალისტურ ლაბორატორიაში ჩატარდება. ექსპერტიზას ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები ჩაატარებენ. ჯეისონ პეინი ჯეიმსი და სიუ კარნი შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. გამოიკვლევა საქმეში არსებული მასალები, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილის იმიტირებაც იგეგმება.

რობაქიძის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია დეკანოზიშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ბრალდებულების ოჯახებმა მოითხოვეს, რადგან მათ სურთ რეალურად დადგინდეს თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე.

დეკანოზიშვილი ასევე ამბობს, რომ საქმის მასალების წინასწარი გაცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდისთვის მიყენებული ჭრილობები კითხვის ნიშნებს აჩენს. მისი განმარტებით, ჭრილობები ისეა მიყენებული, რომ ერთ პირს ამ ტრაექტორიით დანის გამოყენება არ შეეძლებოდა. შესაბამისად, დეკანოზიშვილი ვარაუდობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ბევრ დამატებით ნიუანსს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....