ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ფაშინიანი: “შურისძიებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არაა ჩვენი იდეოლოგია”

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა სასტუმრო „მარიოტში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკადრო შურისძიება არ იქნება.

როგორც აღნიშნა, პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უსამართლო საკადრო ცვლილებები არ იქნება.

„შურისძიებას არ ვაპირებთ. ეს არ არის ჩვენი იდეოლოგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიძულვილის ფურცელი გადაშლილია და მას არ დავაბრუნებთ“, – განაცხადა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა პრესკონფერენციაზე პოლიტპატიმრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, ციხეს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს.

იტვირთბა....