ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: “ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებები იქნება”

ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებები იქნება, თუმცა იგი მომავალშიც გენერალური მდივნის თანამდებობას შეინარჩუნებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.

“პოლიტსაბჭოში, რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები. რა რაოდენობა დარჩება და ვინ იქნება უახლოეს მომავალში გაიგებთ თქვენც და საზოგადოებაც. რაც შეეხება ყრილობას, თუ როდის გაიმართება, ეს იქნება ცნობილი მაისის დასაწყისში. არანაირი კრიზისი გუნდში არ არის. ზოგიერთ ძალებს შეიძლება უნდოდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, კრიზისი. უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ საკითხებზე აზრთასხვადასხვაობა, ეს ნორმალურია,”- აცხადებს კალაძე.

მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის დაბრუნების გამო სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის და ასევე პარტიის სხვა ლიდერების წინადადება და ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

იტვირთბა....