კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო News.am ავრცელებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრის არჩევნების მნიშვნელობას.