ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უსუფაშვილი: “ივანიშვილი 2012-ში ქვეყანას “ნაციონალების”, ხოლო ახლა “ქართული ოცნების” შეცდომების გასწორებას პირდება”

ივანიშვილი ცდილობდა, რომ მალე წასულიყო პოლიტიკიდან და დროზე ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ეს იყო მისი შეცდომა, – განაცხადა პარტია “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა “ქართულ ოცნებაში” განვითარებული კრიზისი ადეკვატურად შეაფასა და მიხვდა, რომ მისი ჩარევის გარეშე პარტიას ქვეყანა ჩიხში შეყავდა. 2012 წელს ივანიშვილი საქართველოს მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომების გასწორებას დაპირდა, ხოლო ახლა ის ქვეყანას “ქართული ოცნების” შეცდომების გასწორებასა და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას პირდება.

შეძლებს თუ არა ივანიშვილი ამას, დრო გვაჩვენებს. ივანიშვილი ცდილობდა, რომ მალე წასულიყო პოლიტიკიდან და დროზე ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ეს იყო მისი შეცდომა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....