ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “პარტიის სხდომაზე დასასჯელი ბავშვივით ხომ არ მიმიყვანდნენ”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე არ მიიწვიეს.

დეპუტატი არ მიწვევის მიზეზებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შეხვედრის თემა გუნდში არსებული დაპირისპირება არ არის და დღეს მმართველი გუნდი ამ  საკითხს არ განიხილავს. თუმცა დავით ჭიჭინაძის თქმით, თუკი მოხდა ისე, რომ შეხვედრაზე მისი და მისი თანამოაზრეების საკითხზე იმსჯელეს, მაშინ ის სათანადო განცხადებებს გააკეთებს.

“არიან ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა. მე სტატუსით ვერ გავდივარ და ახლა, დასასჯელი ბავშვივით ხომ არ მიმიყვანდნენ. მე ვფიქრობ, რომ სხვა საკითხებს გადიან, რომელიც ჩვენ არ გვეხება. თუ ჩვენ გვეხება, რა თქმა უნდა ლოგიკა მაგაში არის, რომ ჩვენ უნდა დავესწროთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ უჩვენოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავაგრძელებთ შესაბამისად პასუხს და საკმაოდ საინტერესოს. მოლოდინი არაფრის არ მაქვს, მე ვიცი რომ ჩვენ არ გვეხება ეს თემა. და თუ შეგვეხება მერე ვილაპარაკოთ მაგაზე შესაბამისად,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცენების“ თავმჯომარეობა ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ პარტიის ყრილობაზე შესთავაზეს.

იტვირთბა....