ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” შეხვედრას ივანიშვილი ესწრება

“ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე მივიდა და სხდომას ესწრება. შეხვედრას კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

“ქართული ოცნების” ოფისში იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძეც.  შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას 116 კაციანი უმრავლესობიდან, საერთო ჯანში მხოლოდ 27 კაცი ესწრება, 28-ის ნაცვლად რადგან ეკა ბესელია საქართველოში არ იმყოფება.

შეხვედრაზე არ არიან ე.წ. ძველები – გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე, შოთა შალელაშვილი, ზაზა პაპუაშვილი. ესენი უმრავლესობის ის წევრები არიან, რომლებიც ე.წ. ახლების მიმართ მწვავე განცხადებები გამოირჩევიან.

რა გახდა მმართველი გუნდის მხოლოდ მცირე ნაწილის შეკრების მიზეზი “მეტრონომთან” დავით ჭიჭინაძე და ნუკრი ქანთარია აცხადებენ, რომ ისინი ბიუროს წევრები არ არიან და ეს არის პარტიის ხელმძღვანელობ ის შეხვედრა, შსაბამისად ისინი ამ სხდომას ვერც დაესწრებოდნენ.

იტვირთბა....