დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დღეს დახურულ სხდომაზე ის არ მიიწვიეს, რადგანაც არც პარტიის და არც ბიუროს წევრი არ არის. შესაბამისად მისთვის გასაკვირი არ იყო, რომ ის არ მიიწვიეს.
“ჩემთვის გასაკვირი არც იყო, რომ პარტიის სხდომაზე არ დამიძახეს, მე არც პარტიის და არც ბიუროს წევრი არ ვარ. ამიტომაც იქ რა მინდოდა, მაგათთან რა უნდა გამეკეთებინა? არ ვიცი რაზე უნდა ისაუბრონ, წარმოდგენა არ ამქვს და არც მაინტერესებს”,-განაცხადა ჭიჭინაძემ “მეტრონომთან”
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მხოლოდ სპიკერატი, ფრაქციის თავმჯდომარეები და კომიტეტის ხელმძღვანელები ესწრებიან. მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას 116 კაციანი უმრავლესობიდან, საერთო ჯანში მხოლოდ 28 კაცი ესწრება, როგორც თავად დეპუტატებმა განაცხადეს შეხვედრაზე არ იქნებიან ე.წ. ძველები: გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე, შოთა შალელაშვილი, ზაზა პაპუაშვილი. ესენი უმრავლესობის ის წევრები არიან, რომლებიც ე.წ. ახლების მიმართ მწვავე განცხადებები გამოირჩევიან.
რა გახდა მმართველი გუნდის მხოლოდ მცირე ნაწილის შეკრების მიზეზი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. ძველების შეხვედრაზე არ მიწვევის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.