ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უმრავლესობის სხდომა უმრავლესობის გარეშე: ვინ არ ესწრება პარტიის დახურულ შეხვედრას

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას მხოლოდ სპიკერატი, ფრაქციის თავმჯდომარეები და კომიტეტის ხელმძღვანელები ესწრებიან. მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას 116 კაციანი უმრავლესობიდან, საერთო ჯანში მხოლოდ 28 კაცი ესწრება. როგორც თავად დეპუტატებმა განაცხადეს
შეხვედრაზე არ იქნებიან ე.წ. ძველები: გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე, შოთა შალელაშვილი, ზაზა პაპუაშვილი. ესენი უმრავლესობის ის წევრები არიან, რომლებიც ე.წ. ახლების მიმართ მწვავე განცხადებები გამოირჩევიან.

რა გახდა მმართველი გუნდის მხოლოდ მცირე ნაწილის შეკრების მიზეზი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. ძველების შეხვედრაზე არ მიწვევის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....