ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყვარელში პოლიციელს დანა ორჯერ ჩაარტყეს: ეჭვმიტანილი დაკავებულია

ყვარელში უბნის ინსპექტორს თავს დესხნენ და დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელს გიორგი ქანდაურიშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც მან ამჟამად ეჭვმიტანილს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

პოლიციელს დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს მისი ძმაც დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფონზე ძმის გათავისუფლებას პოლიციის განყოფილებასთან ითხოვდა.

 

იტვირთბა....