ვერ ვიტყვით თუ რა ტიპის სულიერი ტანჯვა მიადგათ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიური გრძნობები შეელახათ. ეს თავიდან ბოლომდე სპეკულაციების სფეროა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია.
“შეუძლებელია ასეთი კანონი არსებობდეს. შეუძლებელია, საღი აზრის დონეზე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი იქნას მიღებული. შეუძლებელია დავიცვათ ის, რისი დაცვაც არ შეგვიძლია. რელიგიური გრძნობების შელახვის ამოცნობა არ შეგვიძლია.
ვერ ვიტყვით თუ რა ტიპის სულიერი ტანჯვა მიადგათ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რელიგიური გრძნობები შეელახათ. ეს თავიდან ბოლომდე სპეკულაციების სფეროა. მათ შორის იმ ხალხსაც არ აწყობთ ეს, ვინც ამ კანონპროექტს ლობირებს”, – აცხადებს ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ.
საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ ემზარ კვიციანს ეკუთვნის. დოკუმენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ. მათი თქმით, ბევრი დეტალი ბუნდოვანია. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან. მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა საჭირო არ არის