aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგარის ქარხანა მუშაობას დაიწყებს და თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აგარის ქარხნის თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ – ამის შესახებ “მეტრონომს” სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ განუცხადა.

ცოტა ხნის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგად ცნობილი გახდა, რომ ქარხანა მუშაობას განაახლებს.

შეთანხმების თანახმად, 1 მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ, სხვები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას აიღებენ.

“31 დეკემბრამდე არის იმის პირობა, რომ აბსოლუტურად ყველას ხელფასი მიეცემა, ქარხანა დაიწყებს მუშაობას და 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე იქნება მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა 31 დეკემბრის შემდეგ ქარხანამ”- უთხრა “მეტრონომს” გიორგი დიასამიძემ.

აგარის ქარხნის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ თბილისისკენ ფეხით მსვლელობა გამართეს. მათ 3 დღიანი მსვლელობის შემდეგ თბილისში, კანცელარიასთან აქცია გამართეს მოთხოვნით “აამუშვე აგარა”. აქცია მთელი დღე გაგრძელდა, დღის ბოლოს კი აქციის მონაწილეებს ბიზნეს ომბუდსმენი შეხვდა, რის შემდეგაც აგარის ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტი შემდგომ მოლაპარაკებამდე შეწყვიტეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....