ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირმა ინაშვილი: “ავიღოთ იარაღი და რუსეთს ვეომოთ? დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”

ჩვენ რუსეთთან მიმართულებით ვმუშაობთ ბოლო 1 წლის მანძლზე, ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პირდაპირ და ღიად ვამბობთ რომ დიახ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, – განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

“ჩვენ რუსეთთან მიმართულებით ვმუშაობთ ბოლო 1 წლის მანძლზე, ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პირდაპირ და ღიად ვამბობთ რომ დიახ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ამაზე ჩვენ ღიად გვესაუბრება NATO გენერალური მდივანი(იანს სტოლტენბერგი), რომელმაც სულ ორიოდე დღის წინ მკაფიოდ და კონკრეტული განცხადება გააკეთა.

სხვათა შორის, არცერთმა ტელეარხმა სტოლტენბერგის ეს განცხადება არ გააშუქა, რომელიც ამბობს: NATO არ აპირებს რუსეთთან იზოლაციას, რომ NATO სკრიპალის საქმის გამო არ მოახდენს რუსეთის იზოლირებას, პირიქით, ნატო განაგრძობს რუსეთთან დიალოგს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რთული პარტნიორია.

ჩვენ რა ვქნათ? ავიღოთ იარაღი და რუსეთს ომი გამოვუცხადოთ? რას გვთავაზობენ?”, – აცხადებს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.

 

იტვირთბა....