თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა გულედანი წარადგინა. გულედანის კანდიდატურა საკრებულოში დღეს გადაიგზავნება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ის თანამდებობაზე დამტკიცდება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გულედანს სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი რამდენიმე დღის წინ, თანამდებობიდან გადადგა. ოფიციალურ მიზეზად სამუშაოების შესრულების გამო არსებული ჩამორჩენები დასახელდა.