ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სომხეთის ოპოზიცია მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდებს

სომხთში პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” ხელმძღვანელმა ნიკოლა პაშინიანმა საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდებს.

„პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის სპიკერსა და რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელს მოლაპარაკებების გამართვა სამი სამზე ფორმატში შევთავაზეთ. შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით და ჩვენი მოთხოვნების გარშემო უნდა წარმართულიყო.

თუმცა, მოვლენების განვითარება გვაფიქრებინებს, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომა რესპუბლიკურმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლება შენარჩუნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ხალხმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ცვლილებებით უნდა გავამყაროთ. მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ კიდევ ერთი კვირა გვჭირდება საბოლოო გამარჯვებისთვის“- აცხადებს ნიკოლ პაშინიანი ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მოსახლეობამ პრემიერ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 13 აპრილს აქციები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ სარგსიანმა მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

იტვირთბა....