ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება “ოცნებაში” რეგიონული ორგანიზაციების დონეზეც მწვავდება: პარტია შესაძლოა ედიშერ თოლორაიამ დატოვოს

სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირება უკვე რეგიონული ორგანიზაციების დონეზეც მწვავდება. დაპირისპირებაზე “ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციას სამეგრელოში დღეს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და იმავდროულად პარლამენტის წევრი, ედიშერ თოლორაია არ დაესწრო. დღეს მის ნაცვლად პარტიულ თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელი, ლაშა გოგია აირჩიეს.

სწორედ ამის გამო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა “ოცნება” თოლორაიამ დატოვოს. “რუსთავი 2”-ის და ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაციით, ედიშერ თოლორაიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არც იმის განმარტება ისურვეს, რატომ არ ესწრებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი პარტიულ კონფერენციას.

 

ასევე, გავრცელებული ინფრომაციის გადამოწმება “მეტრონომმა” ედიშერ თოლორაიასთან სცადა, თუმცა მან სატალეფონო ზარზე არ გვიპასუხა. ხოლო “ქართულ ოცნებაში” აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს და მას მორიგი სიცრუე უწოდეს.

იტვირთბა....