ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

2018 წელს მედიკამენტების ექსპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 2.2 მლნ დოლარით შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში მედიკამენტების სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 28.2 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 30.4 მილიონი დოლარი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.3% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მედიკამენტების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-8 ადგილზეა.

იტვირთბა....