ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პესკოვი: “ყველაფერი, რაც სომხეთში ხდება, შიდა საქმეა”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლში იმედოვნებენ, სომხეთში შიდაპოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდება.

„სიტუაცია დესტაბილიზაციის გზით არ ვითარდება, რაც კმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც სომხეთში ხდება, შიდა საქმეა.

„ჩვენ გუშინაც ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაფერი ის, რაც სომხეთში ხდება, ჩვენი სომეხი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების შიდა საქმეა. სომხეთი ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ ფართო კავშირები გვაერთიანებს. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდება და უახლოეს პერსპექტივაში პოლიტიკური კონფიგურაციის მონახაზები გამოჩნდება, რაც ყველა ძალის კონსენსუსი იქნება“, – დასძინა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....