უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეიქმნება ერთიანი ეკლესია, სახელმწიფო არ მიუთითებს საზოგადოებას როგორ გადაიწეროს პირჯვარი და რომელ ტაძარში მივიდეს.
“ჩვენ არ ვერევით საეკლესიო საქმეებში. ახალი ეკლესია არ იქნება სახელმწიფო ეკლესია. მე ამას ხაზს ვუსვამ და ვადასტურებ”- განაცხადა პოროშენკომ
სახელმწიფო მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქეები შემდეგაც შეძლებენ ნებისმიერი ტაძრის ვიზიტსა და ლოცვას, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.
“სახელმწიფო ლიდერებისა და ხელმძღვანელების მხრიდან არავინ არ მიუთითებს საზოგადოებას როგორ გადაიწეროს პირჯვარი, რომელ ტაძარში მივიდეს, როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეკლესიური პროცედურები, თუმცა არსებობს მართმადიდებლური ტრადიცია-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ერთ ეკლესია უნდა იყოს“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს,პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე წერილი უკვე გაუგზავნა, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.