ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარიას მოადგილე პრეზიდენტის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

შს მინისტრის მოადგილე პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებას შეწყალების საკითხზე საუბრისას პერსონალიზება არ მოუხდენია.

„როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე, მათ შორის შეწყალების საკითხზე ვისაუბრეთ, არასოდეს მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზება. ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი კატეგორიის დანაშაულებებთან მიმართებით მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა მათ შორის შეწყალების კომპონენტშიცარის ძალიან მნიშვნელოვანი – ამაზე იყო საუბარი.

რაც შეეხება შემაკავებელი ორდენის საკმარისობას ამაზე განმარტებები შს სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა შემაკავებელი ორდენის გამოცემის საფუძველი. დაზარალებულის მხრიდან გაკეთებულ შეტყობინებაში რომ ყოფილიყო დანაშაულის შემცველი რაიმე ნიშნები ჩვენ ამაზე გამოძიებას დავიწყებდით და ბრალდებულს დავაკავებდით“-აცხადებს მეზვრიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი კი შს სამინიტროს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გახარიას უწყება მას სტატისტიკას უმალავს, შემდეგ კი პრეზიდენტს ადანაშაულებს.

“თურმე შსს რაღაცა მასალას ამუშავებს, მე ამას არ მეუბნებიან… პროპაგანდისტულ ომში მე მათზე მეტი გამოცდილება მაქვს”

 

იტვირთბა....