დანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “იოლში” შეიჭრა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე.
უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი”-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.