სომხეთს ახალი მთავრობა ერთ კვირაში ეყოლება. თუმცა, სერჟ სარგსიანის გუნდის გადადგომის შემდეგ მთავარი თემა ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, რადგან სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერ ძალებს აქვთ.
ოპოზიციის გეგმებზე ნიკოლ პაშინიანმა გუშინ გამართულ აქციაზე ვრცლად ისაუბრა.
„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პრემიერ მინისტრად ხალხის რჩეულის დანიშვნას მივაღწიოთ, ეს ერთ კვირაში მოხდება, მანამდე კი დროებითი მთავრობის ფორმირებას ველებით, შემდეგ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„სარგსიანის გადადგომის შემდეგ მოლაპარაკებებს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გავაგრძელებთ. თუკი სარგსიანს და მის პარტიას აქვს ილუზია, რომ ქვეყანაში ისეთი ვითარება იქნება, როდესაც ისინი არაფორმალურად შეძლებენ ქვეყნის მართვას შეუძლიათ დაივიწყონ ეს ხალხი ფხიზლადაა და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიარონ“- მიმართა მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა.
სომეხი ხალხისთვის კი ქვეყნის პრემიერად ყველაზე მისაღები კანდიდატი თავად ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანია.
“ჩვენ გვინდა სომხეთი პრემიერ მინისტრი ნიკო პაშინიანი გახდეს , რადგან მან შეძლო ამის ორგანიზება და გამარჯვებას მსხვერპლის გარეშე მიაღწია”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც ცნობილია, დღეს სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით წავლენ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან.