ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში მე-10 კლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გორში მესამე სკოლის ორ მე-10 კლასელს შორის შელაპარაკება მოხდა რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“იმედინიუსის” ინიფორმაციით, ჩხუბი შესვენების დროს მოხდა და ის სკოლის კამერებმა დააფიქსირეს. დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დადგენილი წესის თანახმად მანდატურმა გამოიძახა.

მოზარდებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ, თუმცა ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წესის თანახმად კვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

იტვირთბა....