ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერევანში სიტუაცია დაიძაბა: დაკავებულია აქციების ლიდერი დეპუტატი

ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს. პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. ამის შემდეგ, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

იტვირთბა....