გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავსტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორამციას Interpressnews.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი ავტომაქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. რის შედეგადაც მგზავრები დაშავდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, მათ პირევალადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. შემთხევვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.