თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და მოხდა მისი გამოკითხვა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.