ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, თბილისის მოედანზე სავალუტო ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, თბილისის მოედანზე სავალუტო ჯიხური გაქურდეს. თვითმხილველის განცხადებით, დამნაშავემ პუშკინის ქუჩამდე გაქცევა შეძლო, შემდეგ კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ დამნაშავე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....