ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამამ 25 წლის გოგოს კისრის მალები მოტეხა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 25 წლის გოგოს მამამ კისრის მალები მოტეხა. ამის შესახებ ინფორმაციას ipress.ge ავრცელებს. იმავე მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი მშობლების სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

კლინიკა „არქიმედეს“ ხელმძღვანელის განცხადებით ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და “არქიმედეს” კლინიკიდან გადაყვანილია თბილისში, კატასტროფის ცენტში.

“ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგის ჩარევას, ამიტომ კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს”, – განუცხადა “აიპრესს“ კლინიკა “არქიმედეს” ხელმძღვანელმა, ოთარ რუაძემ.

იმავე გამოცემის თანახმად, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....