ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაშოვისგან აღებული ქრთამის გამო პოლკოვნიკს 13 წელი მიუსაჯეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის , პირადი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსს მიხაილ მაკსიმენკოს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მაკსიმენკოს ბრალი ედება შაქრო კალაშოვთან დაახლოებული პირის ქრთამის სანაცვლოდ გათავისუფლებაში. მან ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა 165 მილიონი რუბლის ოდენობით და სასჯელის მოხდის შემდეგ 2 წელი საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება. ამის გარდა მაკსიმენკოს ჩამოართვეს იუსტიციის პოლკოვნიკის წოდებაც.

ამ საქმეზე მაკსიმენკოს გარდა კიდევ 3 მაღალჩინოსანია დაკავებული, ყველა მათგანს ბრალი ედება იმაში, რომ მონაწილეობდნენ დროებითი დაკავების საკნიდან კრიმინალური ავტორიტეტის ანდრეი კოჩუიკოვის (იტალიელი) გათავისუფლებაში და მათ ამაში ქრთამი „კანონიერმა ქურდმა“ შაქრო კალაშოვმა გადაუხადა.

იტვირთბა....