aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აამუშავე აგარა”: კანცელარიასთან აგარის ქარხნის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აგარის ქარხნის თანამშრომლები, მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი დაბა აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ.

თანამშრომლები მოითხოვენ, რომ აგარის ქარხანა აამუშაონ, რომელიც 7 თვის წინ დაიხურა. მათ ხელისუფლებას 1 საათიანი ვადა მისცეს, რომ კითხვებზე პასუხი გასცენ. ისინი ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქარხნის დახურვა.

აგარის ქარხნის თანამშრომლებმა თბილისისკენ მსვლელობა სამი დღის წინ დაიწყეს. მათ  110 კილომეტრი ფეხით გამოიარეს, რომ თბილისში აქცია ჩაეტარებინათ და თავიანთი ხმა მთავრობისთვის მიეწვდინათ.

 

 

იტვირთბა....