ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

შარაშენიძე: “სომხეთი იქნება საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური”

ერევანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. მისი თქმით სომხეთში პროტესტის, შიდა ძლიერი მუხტი არსებობს.

„სომხეთში პროტესტის მუხტია დაგროვებული და ამ მუხტმა ამოხეთქა. სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება გარე ძალების დანახვა და მართულ პროცესად ქცევა. ჩვენთანაც არსებობს ასეთი მაგალითი, რომ  ვითომ „ვარდების რევოლუცია“ სოროსმა მოაწყო და ეს რომ სისულელეა ყველამ იცის, მსოფლიოსაც ახსოვს მსგავსი პრეცენდენტები. ეს არის საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტიც ტალღა“ –  განაცხადა შარაშენიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტმა, ყურადღება საქართველოს ურთიერთობებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენთვის არაფერი შეიცვლება.

„საქართველოში არსებობს მოლოდინი, რომ გააგდებენ სარქისიანს და შემდგომ უფრო მეტად გაატარებენ პროდასავლურ კურსს, ეს ესე მარტივად არ იქნება, რადგან სომხები მტრად და     საფრთხეთ თურქეთსა და აზერბაიჯანს  მიიჩნევს. მათ წინააღმდეგ კი სჭირდება რუსეთი და ამით ყველაფერია ნათქვამი. შესაბამისად თურქეთის საგარეო პოლიტიკა , რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია  არ შეიცვლება, არც გეოგრაფია შეიცვლება, საქართველოს გავლით კვლავ მივღებენ ტვირთებს. სომხეთი იქნება საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

იტვირთბა....