ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა. მისი ოპერატორი კომპანია MyDutyFree-ა. ინფორმაციას სააგენტო ghn ავრცელებს.
ონლაინ მაღაზიაში განთავსებული სრული ასორტიმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ საიტზე: mydutyfree.net
MyDutyFree-ს მენეჯმენტი განმარტავს, რომ მაღაზიაში ხელმისაწვდომია ქართული წარმოების პროდუქციაც, თუმცა ამ დროისათვის ეს ძირითადად ალკოჰოლური სასმელებია. ყველაზე პოპულარული პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში ამ დროისთვის ქალების პარფიუმერიაა.
Mydutyfree, საქართველოს გარდა, 4 ქვეყანაში ოპერირებს: უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში.