ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ერევანში აქციისას დაკავებული მონაწილეების გადაყვანაზე, ავტობუსის მძღოლმა უარი თქვა

ერევანში, თავისუფლების ქუჩაზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი სწორედ ქუჩის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდისას დააკავა. ავტობუსის მძღოლმა აქციის დაკავებული მონაწილეების გადაყვანაზე უარი თქვა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.

იტვირთბა....