გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი. 20 – 21 აპრილს თბილისში ტემპერატურა +17, +18 გრადუსამდე დაიკლებს.