გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ამასთან, 20-21 აპრილს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 20 – 21 აპრილს +18, +17 გრადუსამდე დაიკლებს.