ახალი ამბები მთავარი სამართალი

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე: სასამართლოს ჩვენება შესაძლოა მირზა სუბელიანმა მისცეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება შესაძლოა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა მისცეს. საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ინგა შარაშენიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში მას ყავს შეყვანილი და როცა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დადგება, მას სასამართლოზე ჩვენების მიცემა მოუწევს.

“მე მყავს სიაში მათ შორის ის პირი ვინც თქვენ ახსენეთ და უნდა გამოცხადდეს სასამართლოში ჩვენების მისაცემად”, – განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე.

იტვირთბა....