ერევანში საპროტესტო აქციის 40 ამდე მონაწილეა უკვე დაკავებული, პოლიცია დემონსტრანტებს ქუჩაში მსვლელობის დროს აკავებს. ისინი განყოფილებებში გადაჰყავთ. აქცია “ჩემი ნაბიჯი”-ის მონაწილეებმა ისაკოვის პროსპექტი გადაკეტეს. რამდენიმე ათეული მანქანა საცობში მოხვდა, აქციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, პროსპექტი იქამდე იქნება გადაკეტილი, სანამ ყველა დაკავებულს არ გაათავისუფლებენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ერთერთ სკვერში შესვენება მოაწყვეს, რის შემდეგაც აქციის გაგრძელებას აპირებენ.
შეგახსენებთ, ერევანში ოპოზიციამ მასობრივი აქციები იმის გამო დაიწყო, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. თუმცა, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩია. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ „ხავერდოვან რევოლუცია“ გარდაუვალია.