ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერევნის ცენტრში დაწყებული პროტესტი, ქალაქის ქუჩებში გრძელდება

სომხეთში, ერევნის ცენტრში დაწყებული პროტესტი, ქალაქის ქუჩებში გრძელდება. მთავარ მოედანზე აქცია პოლიციის სპეცრაზმებმა დაშალეს, დაკავებულია ათობით მომიტინგე. ამის შემდეგ საპროტესტო მსვლელობა უკვე ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იმყოფებიან ერევნის მერიასთან სადაც მოახდინეს შენობის ბლოკირება და მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს.

ერევანს გაათავისუფლებენ კრიმინალური მმართველებისგან და ეს აქცია იქნება ხავერდოვანი რევოლუცია – აცხადებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

“ჩვენ პროტესტი მასშტაბურია და ვაცხადებთ, რომ სომხეთში დაიწყო სახალხო ხავერდოვანი რევოლუცია. სერჟ სარქისიანის და მმართველი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ,“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა.

პოლიციის წარმომადგენლებმა ოპოზიციის წარმომადგენლები სამჯერ გააფრთხილეს, რომ  მათი შეკრება არის უკანონო.

იტვირთბა....