ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ესმა გუმბერიძეს იუსტიციის სახლში უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი არ მოაწერინეს

იუსტიციის სახლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 23 წლის უსინათლო, ესმა გუმბერიძემ  შესაძლოა, შეიტანოს.  გუმბერიძე შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და გაერო-ს შშმ პირთა 2006 წლის ადამიანის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის დაცვის და პოპულარიზაციის მონიტორინგის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრია. ინფორმაციას „ფორტუნა“ ავრცელებს.

ესმამ სხვა შშმ ქალებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტა, რომლის რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლს მიმართა. უწყებაში მას უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი არ მოაწერინეს.

იუსტიციის სახლში გაგვიმარტეს, რომ უწყებას ბრაილის პრინტერი აქვს, თუმცა  ესმა მაშინ, როცა მან იუსტიციის სახლს ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად მიმართა, ბრაილის პრინტერი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ესმასთვის დოკუმენტის სხვა მხრივ გაცნობა კი ვერ მოხერხდა. ამ პრობლემის გამო, როგორც გუმბერიძე ამბობს, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ უსინათლო პირებს საჯარო უწყებებში დოკუმენტების გაცნობასა და ხელმოწერასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი ესმა გუმბერიძის შემთხვევაა.

იტვირთბა....